სამხედრო პედაგოგიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო პედაგოგიკა - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს სამხედრო მოსამსახურეების აღზრდის, სწავლების, განათლების, სამსახურებრივი და საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულების საკითხებს. ასევე – შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიერი მომზადების კანონზომიერებებს. სამხედრო-პედაგოგიური აზროვნება, რომელიც არმიების შექმნასთან ერთად ჩაისახა, ვითარდებოდა საზოგადოებასა და სამხედრო საქმეში მიმდინარე ობიექტური პროცესების ზემოქმედებით.

სამხედრო პედაგოგიკა სამხედრო და პედაგოგიკის მეცნიერებების მიჯნაზეა. მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგად და სამხედრო ფსიქოლოგიასთან, მეომრის ეთიკასთან, ფიზიოლოგიასთან და ცოდნის სხვა დარგებთან. იყენებს კიბერნეტიკის, ზოგიერთი სხვა მათემატიკური მეცნიერების მიღწევებს და მეთოდებს. სამხედრო პედაგოგიკის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძვლად გვევლინება ცოდნის სისტემა ომის და მთლიანად შეიარაღებული ძალების შესახებ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები