სამხედრო მრჩეველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო მრჩეველი – სამხედრო სპეციალისტი, ჩვეულებრივ, ერთი სახელმწიფოს ოფიცერთა შემადგენლობიდან, რომელიც ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად სხვა სახელმწიფოში იგზავნება შეიარაღებული ძალების შესაქმნელად დახმარების აღმოჩენის მიზნით. მას ევალება სამხედრო კადრების მომზადება, ჯარების სწავლება, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ათვისება. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებასა და წარმოებაში დახმარება.