სამხედრო კოლექტივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო კოლექტივი - ორგანიზებული, შედარებით კომპაქტური სოციალური ჯგუფი, რომელიც ყალიბდება სამხედრო სამსახურის ამოცანების შესასრულებლად მიზნების, ხელმძღვანელობის ერთიანობისა და ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე. დანიშნულებით და რიცხოვნობით განსხვავებული სამხედრო ფორმირებების პირადი შემადგენლობა.
ახასიათებს:
- სტატუსის და პასუხისმგებლობის გაცნობიერების მაღალი დონე, უშუალო კავშირი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვასთან;
- საქმიანობის მრავალპროფილური ხასიათი;
- კოლექტივის წევრების მიერ სოლიდარობის, ერთიანობის განსაკუთრებული განცდა, მკაფიოდ გამოხატული მართვის ცენტრალიზაცია.
სამხედრო კოლექტივი სამხედრო მოსამსახურეებს აზიარებს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობას, მხედრულ დისციპლინას; ქმნის სოციალურ გარემოს სამხედრო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების და მოვალეობების რეალიზაციისა და სამხედრო სპეციალისტის ჩამოყალიბებისათვის; ზეგავლენას ახდენს მეომრის პიროვნების ჩამოყალიბებაზე.