სამხედრო დისციპლინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო დისციპლინა – სამხედრო მოსამსახურეთა მიერ წესრიგის და იმ წესების განუხრელი დაცვა, რომლებიც დადგენილია კანონებით, სამხედრო წესდებით და მეთაურების (უფროსების) ბრძანებებით; ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის განმტკიცების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ჩვეულებრივ, შეიარაღებულ ძალებში ემყარება თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიერ თავისი მხედრული მოვალეობის და სამშობლოს წინაშე პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, უსაზღვრო ერთგულებას მშობელი ერისადმი.