სამხედრო ადმინისტრაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ადმინისტრაცია – საერთო-სახელმწიფოებრივი ადმინისტრაციის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს:
1. სახელმწიფოს სამხედრო-ადმინისტრაციული ორგანოების ერთობლიობას, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას სამხედრო და შეიარაღებული ძალების მშენებლობის და მისი მართვის სფეროში;
2. სამხედრო მოქმედებების დროს დროებით დაკავებული (ოკუპირებული) ტერიტორიების სამხედრო მართვის ორგანო;
3. სამხედრო-იურიდიული მეცნიერების დარგი, სასწავლო დისციპლინა, რომელიც სწავლობს შეიარაღებული ძალების მოწყობასთან, მართვასთან, ჯარების შიდა სამსახურთან და ყოფასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირების სამართლებრივ საკითხებს.