სამხედრო-პოლიტიკური ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-პოლიტიკური ვითარებასახელმწიფოებს (მათ კოალიციებს), პოლიტიკის სხვა სუბიექტებს ან შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება.

სამხედრო-პოლიტიკური ვითარების არსებითი ნიშანია პოლიტიკური და საკუთრივ სამხედრო ფაქტორების ურთიერთკავშირი. ხასიათის მიხედვით სამხედრო-პოლიტიკური ვითარება შეიძლება იყოს: სტაბილური, მყარი, დაძაბული, კრიზისული, შეიარაღებული ძალადობის ზღვრამდე მისული (ომისწინა), კონფლიქტური, საომარი და დაძაბულობის უმაღლეს დონეს მიღწეული.

სამხედრო-პოლიტიკური ვითარებას, აგრეთვე განასხვავებენ მასშტაბის მიხედვით (სივრცობრივი) – მსოფლიოში (გლობალური, საერთაშორისო); რეგიონში, საომარი მოქმედებების თეატრზე, სტრატეგიულ და საოპერაციო მიმართულებებზე (რეგიონული); ქვეყანაში ან ქვეყნების ნაწილში; განვითარების პირობების მიხედვით – მშვიდობიანი დროის და ომიანობის პერიოდის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები