სამშენებლო მრეწველობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშენებლო მრეწველობა – სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც საშენ მასალებს (ცემენტი, ბეტონი, აგური, ბლოკი, ფიცარი, ძელი, საღებავი და სხვ.), სამშენებლო კონსტრუქციებს და მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ნაკეთობას (კარ-ფანჯარა, პარკეტი, კიბის საფეხური, კოსოური, დაპროფილებული ფოლადი, ხელოვნური ქვის ფილა, პლასტმასის მილი და ა.შ.) აწარმოებს.