სამფეხა თიხის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამფეხა თიხის

სამფეხა თიხის - სხვადასხვა ზომის ზედადგარი, საგანგებოდ გამოძერწილი და გამომწვარი თიხის სამფეხა იხმარება ქურაში გამოსაწვავად შეწყობილი მოჭიქული ფიალის, ჯამის, ორჯამიანის და ბადიის ფსკერზე დასადებად, რათა ერთმანეთში ჩაწყობილმა ჭურჭელმა სრული გამოწვა მიიღოს. საქართველოში თიხის სამფეხის დამზადება დასტურდება ქართლში, კახეთსა და იმერეთში- სადაც მას „ბორჭყას“ ეძახიან.

სამფეხა პატარა ზომისაა, რათა ჯამის ფსკერზე კარგად მოთავსდეს. მოჭიქული ჯამები მათ გარეშე ერთმანეთში არ ჩაიწყობა. ჯამში ჯერ ზედადგარი ჩაიდგმება და მის ზემოდან მოქცეული მეორე ჯამის ძირი ზედადგარს დაეყრდნობა (ჯამების ძირი მოუჭიქავია). სხვა ჯამების დაწყობაც (დაახლოებით 10 ერთეული) ამ წესით გრძელდება. სამფეხას წყალობით ჯამებს ცეცხლი კარგად უვლის და თან იცავს მათ ერთმანეთზე მიკვრისგან. საქართველოში გავრცელებული სამფეხას ტიპის ნიმუშები აღმოჩენილია კაპადოკიასა და ხერსონესში. ისინი ზუსტად იმეორებენ საქართველოში დადასტურებული სამფეხა - ზედადგრების ფორმებს.

ლიტერატურა

  • ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949.
  • ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის, მმ, 1953.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები