გამოწვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოწვა – სხვადასხვა მასალის გახურება და დაყოვნება მაღალ ტემპერატურაზე (გამოსაწვავ ღუმლებში) მისთვის საჭირო თვისებების მინიჭების მიზნით (მაგ., თიხების, ცეცხლგამძლე მასალების, კერამიკის, ცემენტის კლინკერის და სხვ.). გამოწვით დაჟანგვას მიმართავენ რკინის მადნიდან გოგირდის, აქროლადი ნივთიერებებისა და სხვა მინარევების მოსაშორებლად, ხოლო აღდგენითს – რკინის მადნიდან სუსტი მაგნიტური მინერალების მაგნიტურში გადასაყვანად შემდგომი მაგნიტური გამამდიდრებელი სეპარაციის მიზნით. ფერად მეტალურგიაში გამოწვას იყენებენ ძვირფასი ფრაქციების გამოსაცალკავებლად. ზოგჯერ გამოწვას უთავსებენ შეცხობას შემდგომი დამუშავების გასაადვილებლად. სილიკატურ წარმოებაში გამოწვის მეშვეობით იღებენ თიხის აგურს, შემკვრელ მასალებს, თიხის, კერამიკის, ფაიფურის, ქაშანურის ჭურჭელს, სანიტარულ-ტექნიკურ ნაწარმს, მანქანებისა და აპარატების დეტალებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები