სამკურნალო გვირილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამკურნალო გვირილა

სამკურნალო გვირილა

ოჯახი – Compositae - რთულყვავილოვანნი
გვარი - Pyretrum Zinn - გვირილა
სახეობა - Pyretrum roseum (Adam Bieb)

გვირილა მრავალწლიანი ბალახია, მოკლე ფესურითა და სწორმდგომი ღეროთი, 20-60 სმ სიმაღლის. ქვედა ფოთლები 15 სმ–მდე სიგრძისაა და 4 სმ სიგანის, შუა და ზედა ფოთლები შედარებით წვრილია, მჯდომარე. კალათები მარტოულია, იშვიათად 2-3 ერთად, ენისებური ყვავილები ვარდისფერია სხვადასხვა შეფერვით. თესლები 2,2–-32 მმ სიგრძის, დაღარული. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტოდან.

გაერცელებულია ამიერკავკასიაში, დაღესტანში, ჩვეულებრივად - მდელოებზე, ქვიან ადგილებში 3000 მ. სიმაღლემდე. ზოგჯერ ამრავლებენ დეკორატიული თვალსაზრისითაც. სამკურნალო გვირილა შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის სამკურნალო თვისებებით. განსაკუთრებით იყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების, კანის გაღიზიანებისა და ეგზემის, აგრეთეე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს.

წყარო

სამკურნალო მცენარეთა მავნებლები და დაავადებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები