დანალექი სამთო ქანი – მაგმურ ქანზე ტემპერატურის ცვალებადობის, მზის რადიაციის, წყლის, ატმოსფერული აირების ზემოქმედებით წარმოქმნილი ქანი, რომელიც შეიძლება იყოს მონატეხი (ხრეში, ღორღი, ქვიშა, თიხა), ქიმიური (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი) და ორგანოგენური (კირქვა-ნიჟარა, დიატომიტი, ცარცი).
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი