სალექსიკონო ერთეული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალექსიკონო ერთეული – მეთაური სიტყვა ან სიტყვათშეთანხმება, რომლის მნიშვნელობის განმარტებასაც ემსახურება სალექსიკონო სტატია.
სალექსიკონო ერთეული ლექსიკონში მოცემულია ამა თუ იმ მეტყველების ნაწილისათვის მიღებული ამოსავალი (საწყისი) ფორმით და დანარჩენი სალექსიკონო სტატიისაგან გამოყოფილია რაიმე ტექნიკური ნიშნით (მთავრული ასოებით, შავი ან რაიმე განსხვავებული შრიფტით).
ა. არაბული