საკომენდანტო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკომენდანტო სამსახური – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ეწყობა ჯარების დროული და ფარული გადაადგილების, თავმოყრის, გაშლის და განლაგების, მათი საბრძოლო მოქმედებების რაიონებში საერთო წესრიგის დამყარების მიზნით.
მას ეკისრება:
- საბრძოლო მოქმედებების ზოლებში, მარშრუტებზე, გადასასვლელებზე, ღობურებში, ნანგრევებში და დასნებოვნებულ ადგილებში მოძრაობის რეგულირება;
- მართვის პუნქტების, ჯარების და ლოგისტიკის კოლონების ორგანიზებული გადაადგილების უზრუნველყოფა;
- განლაგების, გადაადგილების და მასკირების ზომების წესების დაცვის კონტროლი;
- ჩამორჩენილი სამხედრო მომსახურების, საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრა და სამხედრო ნაწილში დაბრუნება;
- მარშრუტების და მათზე განლაგებული ობიექტების დაცვა;
- მოწინააღმდეგის საზღვაო-დივერსიულ ჯგუფებთან და აგენტურასთან ბრძოლის ორგანიზება; მარშრუტებზე რადიაციული და ქიმიური დაკვირვების წარმოება;
- ჯარების მოქმედების და განლაგების რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობის ქცევის და გადაადგილების ნორმების განხორციელება.
ზოგიერთ სახელმწიფოში საკომენდანტო სამსახური ხორციელდება სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ანალოგიურად.