საიდინგი ფიბროცემენტის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საიდინგი ფიბროცემენტის (კედრალი) – ფიბროცემენტის საფასადე მასალა ბუნებრივი მერქნის ფაქტურითა და ბეტონის სიმტკიცით. სისქე 10-12 მმ. შედგენილობა: ცემენტი, ქვიშა, წყალი და ცელულოზის ბოჭკო. მედეგია ატმოსფერული ზემოქმედების, ტემპერატურული ცვალებადობის, ულტრაიისფერი სხივების, კოროზიის მიმართ. გამოირჩევა ეკოლოგიურობით, ყინვა და ცეცხლმედეგობით, ხანგამძლეობითა და მონტაჟის სიმარტივით.