სათხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სათხე – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ბუღდაშენისა და ფარავნის შესართავთან, ზღვის დონიდან 1875-1925 მ სიმაღლეზე, ქალაქ ნინოწმინდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ მანძილზე, ნინოწმინდა-ფოკის საავტომობილო გზაზე თემის ცენტრი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 2222, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (99 %) – სომეხი (2002). სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია – სამების დიდი დარბაზული ეკლესია, ციკლოპური ციხის ნანგრევები, სომხური ეკლესია (მიშენებული ქართულზე). ამ ეკლესიის კედლებზე ძველად იკითხებოდა წარწერა: „ადიდენ ღმერთმან ფარსმან ერისთავთ-ერისთავი, აეშენა ესე ეკლესია სადიდებლად მათდა და მშობელთა მათდა სალოცველად”. 1830-იან წლებში აქ დასახლდნენ არზრუმიდან ჩამოსული სომხები. როგორც ფიქრობენ, სახელწოდება წარსულში გარეული, თუ შინაური თხების სიმრავლეზე უნდა მიუთითებდეს.


იხილე აგრეთვე

სათხის ეკლესია

წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები