საველე არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საველე არტილერია – არტილერიის სახეობა, რომელიც ბრძოლის ველზე ჯარებთან ერთობლივად მოქმედებს.
საველე არტილერიას განეკუთვნება საერთო დანიშნულების თვითმავალი და ბუქსირებადი არტილერია (ზარბაზნები, ჰაუბიცები, ნაღმსატყორცნები), ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ორგანიზაციულად თავმოყრილია საარტილერიო ბატარეებში, დივიზიონებში, პოლკებში, ბრიგადებში, დივიზიებში. წარმოიშვა XV საუკუნის ბოლოს, ბორბლებიანი ლაფეტის გაჩენისთანავე.