სადენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადენი – ცალკეული მავთულის ან მავთულების ძნულისგან შემდგარი ელექტროტექნიკური ნაკეთობა, რომელიც ემსახურება ელექტრული დენის გადაცემას დენის წყაროდან მომხმარებლამდე. კაბელისაგან განსხვავებით აკრძალულია სადენის ჩაწყობა მიწასა და წყალში. სადენის ორი ძირითადი ელემენტია ლითონის ძარღვი (სპილენძი, ალუმინი) და იზოლაცია (პოლიმერი, ქაღალდი, ლაქი, აბრეშუმის ან ბამბის ქსოვილი, მათი კომბინაცია).

ლითონის სადენების სახეებია: აბრეშუმით განმხოლოებული, ალუმინის, ანთების, ბიმეტალური, ბრინჯაოს, გადასატანი, გალაქული, განმხოლოებული, გასაცხელებელი, დაგრეხილი, დაეკრანებული, დენგამტარი, დენმიმყვანი, ელექტრული, ვოლფრამის, თბომედეგი, თერმოელექტროდული, იზოლირებული, კავშირგაბმულობის, მათანაბრებელი, მიმყვანი, მკვებავი, მოკალული, მომინანქრებული, მოჯავშნული, მოძრავი შემადგენლობის, მრავალმავთულიანი, მრავალძარღვიანი, რეზინით განმხოლოებული, საავიაციო, საავტომობილო, საგრაგნილე, საკონტაქტო, საკონტროლო, სამონტაჟო, სატელეგრაფო, საჰაერო, სპილენძის, ფიდერის, ფოლადის, ფოლად-ალუმინის, შემყვანი, შიშველი და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები