სააბორდაჟო შეიარაღება - ცივი (შუბი, ხმალი, ხანჯალი, აფთი) და ცეცხლსასროლი
(დამბაჩა, მუშკეტი) იარაღი. ასევე – სახომალდე ზარბაზნები, ლითონის ბირთვების და ქვის ლოდების მსროლელი მოწყობილობა. გამოიყენებოდა ნიჩბიან და აფრიან ფლოტებში აბორდაჟის დროს მოწინააღმდეგის ხომალდის (გემის) ხელში ჩასაგდებად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი