დამბაჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამბაჩა

დამბაჩა - ცეცხლსასროლი იარაღი. განკუთვნილია მოკლე მანძილზე მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ცნობილია საბრძოლო, სასიგნალო, სპორტული დამბაჩები.

დამბაჩა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიაში ადგილს იმკვიდრებს XVI ს-დან, მაშინ როცა ხმარებაში შემოვიდა ე.წ. კაჟიანი ჩახმახები, რამაც საშუალება მისცა იარაღის კონსტრუქტორებს თოფის ზომების ისე შემცირება, რომ გასროლა ერთი ხელით ყოფილიყო შესაძლებელი.

დამბაჩა

კაჟიანი დამბაჩების პერიოდში (XVI-XIX), სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებთან ერთად (ერთჩახმახიანი და ოთხლულიანი) იქმნებოდა აგრეთვე კომბინირებული დამბაჩები დანებთან და ხმლებთან ერთად.

ქართული კაჟიანი დამბაჩების ადგილობრივი წარმოება, ისევე როგორც კავკასიაში, დაიწყო XVIII საუკუნიდან. კავკასიაში ცეცხლსასროლი იარაღის დამამზადებელ ცენტრებს ძირითადად წარმოადგენდა საქართველო, დაღესტანი და ჩერქეზეთი. ხოლო კონკრეტულად საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით თბილისური, ახალციხური და აჭარული დამბაჩა - „მაჭახელა“ სარგებლობდა. ამ დამბაჩების განმასხვავებელი ნიშნები დეტალების ფორმებში მოიძებნება, ხოლო ტიპოლოგიურად ისინი ერთ კავკასიურ ტიპს მიეკუთვნებიან.


ლიტერატურა

მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), სამაგისტრო ნაშრომი, 2000 .А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г. Э. Аствацатурян, оружие народ ов кавказа, Москва 1995. მ.ქ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები