ჰარმონიული რხევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რხევა ჰარმონიული-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰარმონიული რხევარხევა, რომლის დროსაც მახასიათებელი (ფიზიკური) სიდიდე დროის განმავლობაში იცვლება სინუსის ან კოსინუსის კანონით.

ნივთიერი წერტილის ჰარმონიული რხევის დიფერენციალურ განტოლებას აქვს შემდეგი სახე: d2x/dt2+ k2x=0, (k2=c/m); მისი ამონახსნი, ანუ რხევის განტოლება დაყვანილი სახით შემდეგი სახისაა: x=asin(kt+α) ან x=acos(kt+ α), სადაც c, m, k, a, α – მუდმივი სიდიდეებია: c – დრეკადობის (სიხისტის) კოეფიციენტია, m - წერტილის მასა, k -რხევის კუთხური (წრიული) სიხშირე, a - რხევის ამპლიტუდა, (kt+ α) - რხევის ფაზა, α - რხევის საწყისი ფაზა; რხევის პერიოდი T=2π/k; x არის მერხევი სიდიდის მნიშვნელობა დროის მოცემულ მომენტში (მაგალითად, მექანიკური ჰარმონიული რხევისათვის – გადაადგილება ან სიჩქარე, ელექტრული ჰარმონიული რხევისათვის – ძაბვა ან დენის ძალა). რხევის სხვადასხვა სახეთა შორის ჰარმონიულ რხევას უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, რადგანაც ბუნებასა და ტექნიკაში მრავლად გვხვდება ფორმით ჰარმონიული რხევის მსგავსი რხევითი პროცესები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები