რუთ-ტაპაკირას შეთანხმება 1908

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუთ-ტაპაკირას შეთანხმება 1908 – დაიდო 30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რუთსა და ვაშინგტონში იაპონიის ელჩს ტაკაპირას შორის (ნოტების გაცვლის ფორმით).

შეთანხმება იყო შედეგი აშშ-ისა და იაპონიის მთავრობათა ცდისა – განემუხტათ მათ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობა. ამ მიზნით დაიდო აშშ-იაპონიის ჯენტლმენური შეთანხმება აშშ-ში იაპონური ემიგრაციის თაობაზე, აგრეთვე, 1908 წლის 5 მაისის საარბიტრაჟო კონვენცია და რუთ-ტაპაკირას შეთანხმება. იგი ვრცელდებოდა წყნარი ოკეანის მთელ აუზზე, აღიარებდა მოლაპარაკების მწარმოებელი თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მფლობელობის პატივისცემის პრინციპსა და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ამ რაიონში. ამავე შეთანხმებამ ცნო ყოველი ტერიტორიული შენაძენი, კონცესია და პრივილეგია, რაც კი იაპონიამ მიიღო პორტსმუთის მოლაპარაკებით, რომელიც შემდეგ დამტკიცებულ და გაფართოებ-ელ იქნა 1905 იაპონია-ჩინეთის მოლაპარაკებით, აგრეთვე საფრანგეთ-იაპონიისა და რუსეთ-იაპონიის 1907 შეთანხმებით. რუთ-ტაპაკირას შეთანხმებამ დეკლარაციულად დაამტკიცა ჩინეთის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, ასევე, ყველა ხალხის თანაბარი შესაძლებლობის პრინციპი ამ ქვეყნის ვაჭრობა-მრეწველობაში. შეთანხმების ბოლო (მეხუთე) პუნქტში მითითებული იყო, რომ თუ წარმოიქმნება რაიმე საფრთხე სტატუს-კვოს ან თანაბარი შესაძლებლობის პრინციპის დარღვევისა, მაშინ აშშ და იაპონია განიხილავენ საჭირო ზომების გამოყენების საკითხს, რუთ-ტაპაკირას შეთანხმება ორივე ქვეყანამ მიიჩნია თავის დიპლომატიურ გამარჯვებად, თუმცა მან ვერ შეასუსტა აშშ-სა და იაპონიას შორის არსებული ანტაგონიზმი. პირიქით, შეთანხმებამ ხელები გაუხსნა იაპონიას ჩინეთში მოქმედებისაკენ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები