რომბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომბიპარალელოგრამი, რომლის ყველა გვერდი კონგრუენტულია (ტოლი სიგრძისაა). რომბის დიაგონალები ურთიერთმართობულია და რომბის კუთხეებს შუაზე ყოფენ.

Rombi.PNG

თუ მოცემულია რომბის: გვერდი a, დიაგონალები d1 და d2, სიმაღლე h, კუთხე გვერდებს შორის – α

მაშინ: d12 + d12 = 4a2;

d1 = 2a cos(α/2), d2 = 2a sin(α/2);

ფართობი: S = ah = a2 sin α = d1 d2/2.

ტერმინის წარმოშობას სხვადასხვაგვარად ხსნიან. იგი წარმომდგარია ბერძნული სიტყვიდან ρομβοζ – „დაირა“. სახელწოდება იმით არის გამართლებული, რომ რომბი ჰგავს ოთხკუთხა დაირას. შემოთავაზებულია აგრეთვე სხვა ახსნაც: სიტყვა ρομβ ნიშნავს „მბრუნავ სხეულს“, „თითისტარს“. გეომეტრიაში ეს ტერმინი იმიტომ შემოვიდა, რომ დახვეული თითისტარის კვეთას მართლაც რომბის ფორმა აქვს. ევკლიდეს „საწყისებში“ სიტყვა „რომბი“ გვხვდება მხოლოდ განსაზღვრებაში, რომბის თვისებები კი საერთოდ არ შეისწავლება. სიტყვას „რომბი“ იყენებდნენ ჰერონი და პაპი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები