როგავა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი როგავა

გიორგი როგავა – (დ. 20 თებერვალი (5 მარტი). 1905, სოფ. ყულიშკარი, ზუგდიდის რ-ნი, – გ. 1987, თბილისი), ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1958). საქართველოს მეცნიერების და მს. მოღვაწე (1963) და ყაბარდოულ-ბალყარულ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975).

1923 დაამთავრა თბილისის მეორე ჰუმანიტარული ტექნიკუმი, 1927 კი – თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. 1928-33 მუშაობდა ზუგდიდში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, 1933-58 – ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1942-58 იყო ამავე ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე. 1938-58 მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1946-90 იყო ჯერ თსუ დოცენტი, შემდეგ კი – პროფესორი. 1960–87 მუშაობდა თსუ კავკასიურ ენათა კათედრის გამგედ.

გიორგი როგავა იკვლევდა ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ (განსაკუთრებით ადიღეურ-ჩერქეზულ) ენათა სტრუქტურასა და ისტორიას, ამ ენათა ურთიერთმიმართების კერძო და ზოგადენათმეცნიერულ პრობლემებს, ქართველურ ენათა ისტორიულ ფონეტიკას. ადიღური ენის ფუნდამენტურ გრამატიკასთან ერთად (თანაავტორი პროფ. ზ. კერაშევა, 1966) გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია და 150- ზე მეტი წერილი ქართველური და აფხაზურ-ადიღეურ ენათმეცნიერების აქტუალურ საკითხებზე (გამოუქვეყნებელი დარჩა მონოგრაფია „აფხაზურ-ადიღეურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკა”). მის სახელს უკავშირდება ადიღური (ჩერქეზულ) ენათა ისტორია და სინქრონიული ფონეტიკის სისტემატიზაცია. მანვე აღზარდა ადიღე და ყაბარდოელ ენათმეცნიერთა რამდენიმე თაობა. პირველმა შექმნა ადიღეური ენის, ყაბარდოული ენისა და აფხაზურ-ადიღეურ, ენათა შედარებითი გრამატიკის საუნივერსიტეტო კურსები.

გიორგი როგავას მრავალრიცხოვან წერილებსა და 2 მონოგრაფიაში განხილულია ქართველურ ენათა ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკის სტრუქტურის საკითხები. განსაკუთრებით ფასეულია მისი გამოკვლევები ქართველურ ენათა შორის კანონზომიერ ბგერათშესატყვისობათა გამოსავლენად, ქართველურ და ადიღეურ (ჩერქეზულ) ენებში მსგავსი ფონეტიკური მოვლენების, ქართველურ ენათა დიფერენციაციის, მეზობელ ენებთან ურთიერთობის, ფუძეთა მთელი ჯგუფების აგებულებისა და ეტიმოლოგიის, ადიღეურ და ქართველურ ენებში გრამატიკული კლასის ოდინდელი არსებობის კვალის დადგენის, ქართველურ ენათა სახელისა და ზმნის გრამატიკულ თავისებურებათა და ქართველურ ენათა სინტაქსის საკვანძო საკითხების შესახებ.

თ. გვანცელაძე


თხზულებები

  • ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები, I. ხმოვანთა ისტორიის ზოგი საკითხი ქართველურ ენებში, თბ., 1962;
  • II. ყრუ ხშულ თანხმოვანთა დისიმილაციური გამჟღერება, თბ., 1984;
  • ორგანული და ნივთიერი კუთვნილების კატეგორია ადიღეურ ენაში, თბ, 1980.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები