რკინიგზის ხაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რკინიგზის ხაზი – ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც ქმნის გზას მიმმართველი სარელსო ლიანდაგით. რკინიგზის ხაზი. აქვს შემდეგი ნაწილები: ზედა აგებულება (რელსები, სამაგრები, ისრული გადამყვანები, ძვრასაწინაღო მოწყობილობები, შპალები, ძელები, ბალასტის შრე), რომელიც უშუალოდ იღებს დატვირთვებს მოძრავი შემადგენლობის თვლებისგან; მიწის ვაკისი (ნაყარი, ნათხარი), რომელიც ზედა აგებულობის საფუძველია და ხელოვნური ნაგებობები (ხიდები, გზაგამტარები, გვირაბები, საყრდენი კედლები, წყალსატარი მილები). რკინიგზის ხაზს მთელ სიგრძეზე თან გასდევს სპეციალური საგზაო ნიშნები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები