რიმანის სივრცე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიმანის სივრცე – სივრცე, რომლის მცირე არეებში ადგილი აქვს მიახლოებით (უმაღლესი რიგის უსასრულო მცირეთა სიზუსტით არეების ზომებთან შედარებით) ევკლიდეს გეომეტრიას. რიმანის სივრცის ცნება ჩამოაყალიბა ბ. რიმანმა 1854 წ-ს. უმარტივეს რიმანის სივრცეს წარმოადგენს ევკლიდური სივრცე.