რეპატრიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეპატრიაცია (ლათ. repatriation – სამშობლოში დაბრუნება) – სამხედრო ტყვეების და ომის შედეგად საკუთარი ქვეყნის გარეთ აღმოჩენილი სამოქალაქო პირების, ასევე ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. რეპატრიაციის აუცილებლობას განსაზღვრავს ჟენევის 1949 წლის კონვენციები. სამხედრო ტყვეების ნაწილი (მძიმედ დაჭრილები და მძიმე ავადმყოფები) რეპატრიაციას ექვემდებარებიან სამხედრო მოქმედებების პერიოდში, დანარჩენები – მათი დამთავრების შემდეგ.