რენუარი ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან რენუარი

ჟან რენუარი – (დ. 1894 წელს პარიზში, – გ. 1979 წელს ლოს-ანჟელესში) – ფრანგი კინორეჟისორი, მსახიობი, პროდუსერი, სცენარისტი,

მხატვარ-იმპრესიონისტის ოგიუსტ რენუარის შვილი. რენუარის ფილმები „დიდი ილუზია“ (1937) და „თამაშის წესები“ (1939) შესულია ყველა დროისა და ხალხების საუკეთესო კინოსურათების რიცხვში, თვითონ რეჟისორი კი მეოთხე ნომრად ირიცხება საუკეთესო რეჟისორების სიაში, ჟურნალის Sight & Sound გამოკითხვის თანახმად. ჟანი პატარა ასაკიდან ხატვით იყო გატაცებული. 1925 წლიდან კი კინორეჟისურით დაინტერესდა. 1928 წელს გადაიღო ფილმი „გოგო ასანთით“ ანდერსენის ზღაპრის მიხედვით. ფრანგი მწერლისა და კინომცოდნის პიერ ლეპრენის სიტყვებით, ეს იყო პოეტური და გამომგონებლობით გაკეთებული ფილმი, რომელმაც პირველად მთელი სისავსით გახსნა ჟან რენუარის დიდი რეჟისორული ნიჭი.

ფილმოგრაფია:

  • 1926 – „ნანა“
  • 1931 – „ბავშვს აძლევენ სასაქმებელს“
  • 1931 – „ძუკნა“
  • 1933 – „მადამ ბოვარი“
  • 1936 – „ფსკერზე“
  • 1937 – „დიდი ილუზია“
  • 1938 – „ადამიანი-მხეცი“
  • 1939 – „თამაშის წესები“
  • 1941 – „ჭაობის წყალი“
  • 1945 – „სამხრეთელი“
  • 1946 – „მოახლის დღიური“
  • 1954 – „ფრანგული კანკანი“
  • 1959 – „საუზმე ბალახზე“

და სხვ.

ჯილდოები:

  • 1936 – „ფსკერზე“ (ლუი დელიუკის პრიზი)
  • 1937 – „დიდი ილუზია“ (ვენეციის სკფ Best Overall Artistic Contribution)
  • 1945 – „სამხრეთელი“ (აშშ კინოკრიტიკოსების ეროვნული საბჭოს პრიზი NBR Award საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 1951 – „მდინარე“ (ვენეციის სკფ საერთაშორისო პრემია)
  • 1966 – „ადამიანი-მხეცი“ (დანიური კინოპრემია „ბოდილი“ საუკეთესო ევროპული ფილმისთვის)
  • 1975 – საპატიო ოსკარი, აშშ კინოკრიტიკოსების ეროვნული საბჭოს პრიზი Special Award.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები