ფილმოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილმოგრაფია – ცოდნის დარგი, რომელიც შეისწავლის საცნობარო ლიტერატურაში ფილმების აღწერის მეთოდებსა და პრინციპებს.

სარჩევი

ანოტირებული ფილმოგრაფია

შეიცავს თემის, ჟანრის მოკლე განსაზღვრას, შინაარსს, ნაწარმოების იდეურ-მხატვრული ღირსებების მოკლე შეფასებას. მასში მოცემულია ძირითადი საწარმოო მონაცემები: მეტრაჟი, ნაწილების რაოდენობა, ეკრანზე გამოსვლის თარიღი, გადამღები ჯგუფის შემადგენლობა, ფილმში მონაწილე მსახიობები.

თემატური ფილმოგრაფია

ემატური ფილმოგრაფია მასალას იძლევა კინოხელოვნების ცალკეულ თემებთან დაკავშირებული საკითხების დასამუშავებლად.

ქრონოლოგიური ფილმოგრაფია

ასახავს ფილმების გამოშვების საერთო სურათს; საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ წარმოების, საერთოდ კინემატოგრაფიის განვითარების თუ რეჟისორის, მსახიობის, სცენარისტის, ოპერატორის, მხატვრის, კომპოზიტორისა და სხვათა შემოქმედებითი მოღვაწეობის ეტაპებს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები