რევოლუცია სამხედრო საქმეში
რევოლუცია სამხედრო საქმეში – მოკლე ისტორიულ ვადებში განხორციელებული ღრმა ხარისხობრივი ცვლილებები შეიარაღებული ბრძოლის საშუალებებში, ომის და საომარი მოქმედებების წარმოების ხერხებში, შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და მომზადებაში, ჯარების მართვაში, სამხედრო კადრების სწავლებაში, ტერიტორიის, მოსახლეობის და ეკონომიკის სამხედრო მომზადებაში. სამხედრო საქმეში რევოლუციის ფარგლებში მიმდინარე ცალკეული ქვეყნების სამხედრო სისტემის გარდაქმნები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით ხორციელდება, წარმოგვიდგება როგორც სამხედრო რეფორმები. სამხედრო საქმეში რევოლუციური გარდაქმნის შესაძლებლობას ქმნის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. მათი რეალიზება ხდება სახელმწიფოების მიზანმიმართული სამხედრო პოლიტიკის შედეგად.