რადიოელექტრონული დაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიოელექტრონული დაცვა – მოწინააღმდეგის მიერ რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოების პირობებში რადიოელექტრონული საშუალებების და სისტემების მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებების კომპლექსი; რადიოელექტრონული ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. მოიცავს დაცვას მოწინააღმდეგის თვითდამიზნებადი იარაღით რადიოელექტრონული დაზიანებისგან, ასევე – საკუთარი რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველყოფას. მიზანს აღწევს რიგი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების გატარებით, ასევე რადიოელექტრონული საშუალებების გათვლების (ეკიპაჟების) სპეციალური მომზადების მაღალი დონით.