რაბათის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაბათის ციხე

რაბათის ციხე (ახალციხის ციხე რაბათი) (ინგლ. Rabati Ca-stle) – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიული ციხე სამხრეთ საქართველოში, სამცხის ქ. ახალციხეში. მდებარეობს მდ. ფოცხოვოს ორივე ნაპირზე. მარცხენა მთაგორიან ნაპირზე განლაგებული იყო რაბათი (ძველი ქალაქი) და დიდი ციხესიმაგრე სასახლით.

აგებულია IX საუკუნეში გვარამ მამფალის მიერ. ციხე-ქალაქი იმდროინდელ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიებოდა, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით კი მას სავარაუდოდ სხვა სახელი – „ლომსია“ ერქვა. XII-XIII საუკუნეებში განახლებული და ახალციხედ წოდებული, თამარ მეფის ხანის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების შალვა და ივანე ახალციხელების სამფლობელო, შემდეგ კი, XIV-XVII საუკუნეებში, სამცხის ათაბაგ ჯაყელთა რეზიდენცია იყო; XVIII საუკუნიდან, ოსმალთა ხელში გადასული, ახალციხის საფაშოს ცენტრს წარმოადგენდა, რომლის მცველი იანიჩრები XIX საუკუნის დასაწისიდან რუსმა ჯარმა შეცვალა.

რაბათის ციხე

ამჟამად, ციხესიმაგრე გადაშლილია 7 ჰა ფართობის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მეჩეთი, მედრესე, მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი, თურქული აბანოები და მუზეუმი. თანამედროვე ნაწილში ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, ფანჩატური, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი. რაბათის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები ერთადაა თავმოყრილი და ეს, ერთი შეხედვით ეკლექტური სანახაობა, სამხრეთ საქართველოს რეალურ ისტორიას ასახავს.

2011 წელს საქართველოს მთავრობის ძალისხმევით რაბათის ციხის რესტავრაცია დასრულდა და ის სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. რეაბილიტირებული ციხე ახალციხის ციხე-კომპლექსის ნაწილია, რომელიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ციხესიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი კარიბჭეებით, ხოლო შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით (პოტერნით) უკავშირდებოდა.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები