ჟ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟანი-დან)
„ჟ“ – ქართული ანბანის მეთექვსმეტე (ძველი ქართული ანბანის მეთვრამეტე) ასო. მისი სახელია „ჟანი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი შიშინა ნაპრალოვანი თანხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴏ. მისი მოხაზულობა ხაზებისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. VI– VII სს. თავგახსნილია ⴏ. ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. იგი მხედრულში მომრგვალებული ფორმისაა. ნუსხურსა და მხედრულში ჟ ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხმოცდაათს (90).