პრჟევალსკი მიხეილ ალექსის ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიხეილ ალექსის ძე პრჟევალსკი (დ. 5 ნოემბერი, 1859 – გ. 13 დეკემბერი, 1934). რუსი გენერალი. 1917 წლის 3 აპრილიდან კავკასიის არმიის მეთაური. ხოლო ამავე წლის 31 მაისიდან კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი.
განათლება
მიხეილ ალექსის ძე პრჟევალსკი სწავლობდა: პეტროვ-პოლტოვის სამხედრო გიმნაზიაში (1876), მიხაილოვსკის საარტილერიო სასწავლებელსა და ნიკოლაევსკის გენშტაბის აკადემიაში (1888).
სამხედრო სამსახური
- 06.11.1888 წ. - მიხაილოვსკის ციხესიმაგრის შტაბის სამხედრო განყოფილების უფროსი;
- 16.04.1891 წ. – კავკასიის სამხედრო ძალების საგანგებო დავალებათა ობერ-ოფიცერი;
- 31.03.1892 წ. – ერზრუმის გენერალური კონსულის მდივანი;
- 10.07.1901 წ. – 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი;
- 08.07.1903 წ. – ყუბანის 155-ე ქვეითთა პოლკის მეთური;
- 06.02.1905 წ. – ყუბანის კაზაკთა შეიარაღებული ძალების სამხედრო შტაბის უფროსი;
- 05.05.1906 წ. – ტვერის კაზაკთა სამხედრო ძალების შტაბის უფროსი;
- 13.12.1908 წ. – ყუბანის მცოცავთა (пластун) ბრიგადის უფროსი;
- 13.01.1915 წ. – მიენიჭა გენერალ-მაიორის წიდება;
- 03.02.1915 წ. – თურქისტანის არმიის მე-2 კორპუსის მეთური;
- 19.11.1916 წ. – წარადგინეს ინფანტერიის გენერლის წოდებაზე;
- 1916 (?) წ. – დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მე-4 და მე-3 ხარისხის ორდენით;
- 3.04.1917 წ. – კავკასიის არმიის მეთაური;
- 31.05.1917 წ. – კავკასიის ფრონტის შეიარაღბული ძალების მთავარსარდალი;
- 28.12.1917 წ. – იხსნის არმიის მთავარსარდლის უფლებამოსილებას და ტოვებს არმიას;
- 1918 წ - დენიკინის კავკასიის მოხალისეთა არმიის მეთაური;
- 1919 წ - მიემგზავრება ემიგრაციაში.
წყარო
К. А. Залесский Кто был кто в первой мировой войне / К. А. Залесский. – М.: ООО „Издательство АСТ“: ООО „Издательство Астрель“ 2003 – 894 ст.