პროცენტის განაკვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროცენტის (სარგებლის) განაკვეთი - (interest rate), კრედიტის ან სასესხო კაპიტალის გამოყენებისათვის დაწესებული გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს გასესხებული ფულადი ნიშნის ერთეულზე შემოღებული წლიური გადასახადის ოდენობას. მას აწესრიგებენ ბანკები მათ მიერ წარმოებულ ოპერაციებზე (მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დაკრედიტება, ანაბრები და სხვ.)

დადებულ საკრედიტო შეთანხმებებში. პროცენტული განაკვეთი შეიძლება იყოს მცოცავი ან ფიქსირებული მთელი ვადის განმავლობაში. მისი სიდიდე, წმინდა პროცენტის გარდა, დამოკიდებულია კრედიტორის დანახარჯებისა და რისკის საფასურზე. რაც უფრო სარისკოდ მიაჩნია კრედიტორს კრედიტის გაცემა, მით უფრო მაღალია პროცენტის ნორმა თანაბარ პირობებში. პროცენტული განაკვეთის ნორმა მეწარმისათვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.

იგი ყალიბდება ფულის ბაზარზე. პროცენტის ნორმა დამოკიდებულია:
ა). ფულადი სახსრების მიწოდების სიდიდეზე, ანუ იმ დროებით თავისუფალ ფულად სახსრებზე, რომლებიც თავს იყრის ფულის ბაზარზე;
ბ). საქონლის ფასებზე. რაც უფრო მაღალია ფასების მოსალოდნელი ზრდა, მით უფრო მაღალია პროცენტის ნორმა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები