პროკრუსტესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროკრუსტესი – (პროკრუსტე) (ბერძნ.) „გამჭიმავი“. ასე შეარქვეს ავაზაკ დამასტესს, რომელიც მგზავრებს ჩაუსაფრდებოდა ხოლმე მეგარადან ათენისაკენ მიმავალ გზაზე. იგი მოკლა თესევსმა მდინარე კეფისოსის ნაპირებთან (პროკრუსტეს საწოლი).