მეგარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეგარა(ბერძნ.) თებეს მეფის, კრეონის ქალიშვილი.

მეფე კრეონს ერთ-ერთი ბრძოლა მოაგებინა გმირმა ჰერაკლემ, რომელსაც, მადლიერების ნიშნად, თავისი ქალიშვილი შერთო ცოლად. მეგარას ჰერაკლესაგან სამი ვაჟი (ზოგი ვერსიით, რვა ვაჟი) შეეძინა. როდესაც ჰერამ გონება აურია ჰერაკლეს, გმირმა უმოწყალოდ ამოხოცა თავისი ცოლ-შვილი.

ამ მითოსზეა შექმნილი ევრიპიდეს ტრაგედია სახელწოდებით „ჰერაკლე“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები