პნევმატიკური ქსოვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პნევმატიკური ქსოვილი (პნევმატიკური გარსის ქსოვილი) – ქსოვილი, რომელიც პნევმოკარკასული გარსის დასამზადებლად გამოიყენება. ახასიათებს სიმტკიცე, სირბილე, ელასტიკურობა, სიმსუბუქე, ხანმედეგობა; არ ატარებს ტენსა და ჰაერს. არის გაუმჭვირი და ზოგჯერ გამჭვირვალე.

პნევმატიკური ქსოვილი მზადდება ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისაგან. ბუნებრივს მიეკუთვნება: ბამბა, სელი, ქერელი; ხელოვნურს – ვისკოზა, მინაბოჭკო. სინთეზური ბოჭკოები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოიყენება ქსოვილებში, იყოფა ჯგუფებად: პოლიამიდური (კაპრონი, ნეილონი, დედერონი, პერლონი, სილონი, სტილონი და სხვ.); პოლიეთერული (ლავსანი, დაკრონი, გრიზუტენი, დიოლენი, ტრევირა, ტეტერონი, ტერილენი და სხვ.); პოლიაკრილნიტრინული (ნიტრონი, ორდონი, დრალონი და სხვ.); პოლივინილსპირტული (ვინოლი, ვინილონი და სხვ.). ჰაერ- და ტენგაუმტარობის მიზნით პნევმატიკურ ქსოვილს ფარავენ სინთეზური კაუჩუკის ან პოლივინილქლორიდის ფისით. ქსოვილების ერთმანეთთან შეერთება ხდება დაწებებით ან ძაფური გვირისტით (გაანგარიშებებში კვეთის გვირისტით შესუსტებას ითვალისწინებენ კოეფიციენტით, რომელიც ტოლია 0,85). ბოლო წლებში, დიდმალიან პნევმატიკურ კონსტრუქციებში წარმატებით გამოიყენება ამერიკული წარმოების პნევმატიკური ქსოვილით დამზადებული ტეფლონის, შირფილის, არამიდის და სხვ. საფუძველზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები