პარტიზანული რეიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარტიზანული რეიდები - პარტიზანული ფორმირებების საბრძოლო მოქმედების ხერხი, რომელიც გულისხმობს სწრაფ შეჭრას მოწინააღმდეგის ზურგში მტრის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურების, ლოგისტიკის მუშაობის, მართვის სისტემის დეზორგანიზაციის, კომუნიკაციების დარღვევის, აგრეთვე ახალ რაიონებში მტრისადმი წინააღმდეგობის აქტივიზაციის მიზნით.