პარიზის შეთანხმებები 1954

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის შეთანხმებები 1954 – დოკუმენტების კომპლექსი, რომლითაც გაფორმდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის სამხედრო კავშირი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ხელი მოაწერეს პარიზში 1954 წლის 23 ოქტომბერს (ძალაში შევიდა 1955 წლის 5 მაისს).

პარიზის შეთანხმებებმა გააუქმეს შეზღუდვები, რომლებიც ეხებოდა დასავლეთ გერმანიის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალს, ლეგალური გახადეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღება და დართეს მას ნება შეექმნა 12 ქვეითი დივიზია, სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა გამოცხადდა საერთაშორისო საქმეებში მთელი გერმანელი ხალხის ერთადერთ წარმომადგენლად. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უქმდებოდა საოკუპაციო რეჟიმი. პარიზის შეთანხმებების საფუძველზე იგი მიღებულ იქნა დასავლეთ ევროპის კავშირსა და ნატოში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები