პალაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პალაუ - (Palau – პალაუს რესპუბლიკა), სახელმწიფო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მიკრონეზიაში. უკავია კაროლინის კუნძულების დასავლეთი ნაწილი.
ფართობი - 508 კმ2.
მოსახლეობა - 20,8 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – პალაუ (ბელაუ) და ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. კორორი.
ადმინისტრაციულად იყოფა 16 შტატად. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ეროვნულ კონგრესს (ორპალატიან პარლამენტს). აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას. დამოუკიდებლობა გამოაცხადდა 1999 წლის 1 ოქტომბერს, აშშ-სთან თავისუფალი ასოცირების ფარგლებში.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, საერთაშორისო ტურიზმი.
შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. თავდაცვის საკითხებს განაგებს აშშ.