ოსტერმანი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია ოსტერმანი

ანდრია ოსტერმანი – (ჰაინრიხ იოჰან ფრიდრიხ; 1686-1747), გრაფი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, გადმოსახლებული ვესტფალიიდან.

1703-დან რუსეთის სამსახურში მოღვაწეობდა. 1708 დაინიშნა საელჩო პრიკაზის თარჯიმნად, 1710 – მდივნად. 1718-19 – რუსეთის მეორე რწმუნებული ალანდის კონგრესზე. რუსეთში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა კოლეგიის საიდუმლო მრჩევლად. 1721 აწარმოებდა მოლაპარაკებებს შვედეთთან და ხელი მოაწერა ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებას, რომელმაც დაასრულა ჩრდილოეთის ომი 1700-21, რუსეთისათვის ხელსაყრელი რუსეთ-ირანის ხელშეკრულების (1723) ხელმოწერის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტად. 1725-41– ვიცე-კანცლერი. სასახლეში მომხდარი გადატრიალების (1741) შემდეგ, როცა ტახტზე ავიდა ელისაბედ პეტრეს ასული, ანდრია ოსტერმანი გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები