ორმაგი მწკრივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორმაგი მწკრივიმწკრივთა უსასრულო მიმდევრობები, რომლებიც შეერთებულია „+“ ნიშნით; ასეთი სახით ჩაიწერება:

(a11+ a12 + ...+ a1n+...) + ...+(am1 + am2 + ...+ amn+...) +...

ორმაგი მწკრივისათვის მიღებულია შემოკლებული აღნიშვნა Ormagi mw003.png

ჩვეულებრივი მწკრივის ანალოგიურად, მნიშვნელოვანი ცნებაა ორმაგი მწკრივის კერძო ჯამი Ormagi mw005.png

თუ არსებობს ზღვარი limSmn=S, როდესაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად m→∞, n→∞, მაშინ ამ ზღვარს ეწოდება ორმაგი მწკრივის ჯამი, ხოლო თვით ორმაგ მწკრივს – კრებადი.


ორმაგი მწკრივი ასეც განისაზღვრება: უსასრულო ||amn || (m,n=1,2 ...) მატრიცის ელემენტებისაგან შედგენილი გამოსახულება:


Ormagi mw013.png


თუ amnრიცხვებია, მაშინ ორმაგ მწკრივს ეწოდება რიცხვითი; თუ amn ერთი ან რამდენიმე ცვლადის ფუნქციაა, მაშინ ორმაგ მწკრივს ეწოდება ფუნქციონალური.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები