ორბელიანი ვახტანგ (მწერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორბელიანი ვახტანგ ვახუშტის ძე — (1700-?) მემუარისტი. წარჩინებული ოჯახის შვილი. მამამისი ვახუშტი ორბელიანი (სულხან-საბას ძმა) აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ვახტანგ ორბელიანი 1735 წ. მოსკოვს გაემგზავრა, 1736 წლიდან პეტერბურგში იმყოფებოდა, 1738 წელს კვლავ საქართველოში დაბრუნდა. რუსეთში დაუახლოვდა ქართული კოლონიის ლიტერატურულ წრეს ღა თვითონაც მიჰყო ხელი შემოქმედებითს მოღვაწეობას. მას ეკუთვნის „პეტერბურგის აღწერა“, რომელიც საიმდროოდ ქართულ მწერლობაში უკვე დამკვიდრებულ მემუარულ ჟანრს მიეკუთვნება. ავტორი ხატოვნად აღწერს რუს მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას — პეტერჰოფს, აღტაცებით გვიხატავს პეტერჰოფის სასახლეებისა და ბაღების მშვენიერებას. ამ ნაწარმოებით ვ. ორბელიანი ინტერესს აღძრავდა უცხო ქვეყნის კულტურისა და ისტორიისადმი. ვ. ორბელიანს უვარჯიშნია ანბანთქებათა შეთხზვაშიც, ხოლო ვახტანგ მეექვსის კვინკლოსისთვის შეუდგენია „კვინკლოსით სარგებლობის წესი“.



ტექსტი და ლიტერატურა

  • ცისკარი“ 1857, N9 [[1]];
  • დ. ბრეგაძე. ქართველი მწერლები რუსეთში, I, 1958.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები