ოპერატიული ლოგისტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერატიული ლოგისტიკა - დაჯგუფებების (ფლოტების), შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სახეობების შემადგენლობაში შემავალი ლოგისტიკის შენაერთები, ნაწილები და დაწესებულებები; წარმოადგენს სტრატეგიულ და საჯარისო ლოგისტიკას შორის შემაკავშირებელ რგოლს, განკუთვნილია გაერთიანებებისა და შენაერთების ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის. იშლება დაჯგუფებების (ფლოტების) ზურგის ზოლებში, საზღვრისპირა და შიდა ტერიტორიაზე. იყოფა დაჯგუფებების, საფლოტო, საარმიო (საკორპუსო), საფლოტილიო და საესკადრო ლოგისტიკად.