ოდიშ-ოსმალეთის ხელშეკრულება 1615

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოდიშ-ოსმალეთის ხელშეკრულება - XVII საუკუნის დასაწყისში ოდიშისა და გურიის მთავრები არ ემორჩილებოდნენ ოსმალეთს და ხარკს არ იხდიდნენ. ოდიშისა და გურიის დამორჩილების მიზნით ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროს ბლოკადა დააწესა. შეწყდა მარილისა და რკინის შემოტანა. ამან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა სამთავროები და მთავრებმა 1014 წლის გაზაფხულზე ელჩები გაგზავნეს სტამბოლში ზავის დასადებად. მოლაპარაკება გაჭიანურდა. მის დაჩქარებას ხელი შეუწყო შაჰ-აბას I-ის კახეთში ლაშქრობამ, ქართველმა მეფე-მთავრებმა ირანის წინააღმდეგ დახმარებისათვის ოსმალებს მიმართეს. ოსმალეთმა დახმარების ერთ-ერთ პირობად გურიისა და ოდიშის დამორჩილება მოითხოვა. 1614 დაიდო გურია-ოსმალეთის შეთანხმება. 1615 წლის თებერვალში ოსმალეთთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ლევან II დადიანმა. ამ ხელშეკრულებით ოდიში ცნობდა სულთნის უზენაესობას და კისრულობდა ხარკის გადახდას.


ლიტერატურა

  • სვანიძე მ. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.), თბ., 1971;
  • საქართველოსვე ისტორიის ნარკვევები. ტ. 4. თბ., 1973.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები