ობსიდიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ობსიდიანი

ობსიდიანი – (ლათ. obsidianus < რომის მოქალაქე ობსიდიას სახელის მიხედვით, რომელმაც პირველად მიიტანა რომში ეს ქვა ეთიოპიიდან), ერთგვარი მაგმური ქანი, ვულკანური წარმოშობის მინა, რომელიც მიიღება ლავის სწრაფი გამყარებით კრისტალიზაციის გარეშე. ჩვეულებრივ მოწითალო, შავი ფერის მინერალი. აქვს ნიჟარისებრი, ბასრი მონატეხი, შეიცავს 0,5%-მდე წყალს. გამოიყენება პორტლანდცემენტის, მუქი მინის წარმოებაში, მსუბუქი ბეტონის შემვსებად, სანახელავო ქვად და სხვ. ძველად მისგან აკეთებდნენ შრომისა და საბრძოლო იარაღებს, აქსესურაებს და მისთ. ობსიდიანი დიდი რაოდენობით არის საქართველოს, ირანის, თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები