ნოსტეს ნათლისმცემლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოსტეს ნათლისმცემლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთით 3 კმ-ზე მდებარე ნასოფლარ გველდესის ტერიტორიაზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7X5 მ). ნაგებია ნატეხი ქვითა და ღია ფერის ტუფის კვადრებით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სამხრეთ კედელი შესასვლელის თავზე, სრულიად დანგრეულია ჩრდილოეთ კედელი, სახურავზე მცენარეებია ამოსული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით, აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ქვემოთ კედელთან სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხეველში, სამხრეთით, 2 მ სიმაღლეზე, მცირე ნიშია. აქ წითელი საღებავით გამოსახულია ჯვარი. საკურთხევლის წინ მდგარა ხის კანკელი, რომლისგანაც მცირე ნაშთია შემორჩენილი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. გრძივი კედლების წყვილ პილასტრზე გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

აღმოსავლეთ ფასადზე წყობაში ჩატანებულია თეძმის მწვანე ტუფის ქვა, რომელზედაც ქვედა ნაწილში ამოკვეთილია ორნამენტით მორთული სამი ჯვარი. შუა ჯვარი გვერდითებზე დიდია. ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ორ-ორი მოზრდილი ფილაქვისგან შედგენილი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები