ნეიტრონული იარაღის აკრძალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეიტრონული იარაღის აკრძალვა – ე.წ. ნეიტრონული იარაღი „ნეიტრონული ბომბი“, „გაძლიერებული რადიაციის იარაღი“) წარმოადგენს ბირთვული იარაღის ნაირსახეობას, რომელიც ნეიტრონული გამოსხივების სიძლიერით გამოირჩევა. ნეიტრონული იარაღი მასობრივი მოსპობის იარაღის განსაკუთრებით ბარბაროსულ სახეობას წარმოადგენს. ნეიტრონული იარაღის შექმნის ინიციატორი იყო აშშ, მის მიერ შემუშავებული ე.წ. „შეზღუდული ბირთვული ომის“ დოქტრინა ითვალისწინებდა ნეიტრონული იარაღის, როგორც პირველი დარტყმის საშუალების გამოყენებას. ნეიტრონული იარაღის აკრძალვის საკითხი განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე. გაეროს რეზოლუციებში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოთა არსენალში ნეიტრონული იარაღის არსებობას შეიძლება სახიფათო შედეგები მოჰყვეს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები