მასობრივი მოსპობის იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასობრივი მოსპობის იარაღიომის წარმოების საშუალება, რომელიც ნგრევისა და განადგურების უნარის მიხედვით ბევრად აღემატება ჩვეულებრივ შეიარაღებას. მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე არსებობდა მასობრივი მოსპობის იარაღის ორი სახეობა – ქიმიური და ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღი. 1948 გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ კატეგორიას მიაკუთვნა იარაღის კიდევ ორი სახეობა – ბირთვული და რადიოლოგიური, ასევე ნებისმიერი სხვა, რომელიც შეიძლება შეიმუშაონ მომავალში და რომელიც დამანგრეველი ძალით გაუთანაბრდება ზემოაღნიშნულ ორ სახეობას ან აღემატება მათ. გაეროში და განიარაღების კონფერენციაზე გამოთქვამენ შეშფოთებას მასობრივი მოსპობის იარაღის ახალ სახეობათა, მაგ: ინფრაბგერული, ეთნიკური და სხვ. შექმნის შესაძლებლობის თაობაზე, მასობრივი მოსპობის იარაღის აკრძალვისათვის ბრძოლაში პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო ჟენევის ოქმის დასკვნა ომში მახრჩობელა, მომწამლავი და სხვა მსგავსი გაზებისა და ბაქტერიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების აკრძალვის შესახებ 1925, 1972 დაიდო კონვენცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები