ნახშირორჟანგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნახშირორჟანგი – ნახშირბადის დიჟანგი , აირი – CO2. თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე მყარდება და წარმოქმნის თეთრ თოვლისებრ მასას („მშრალი ყინული”). ნახშირორჟანგი რეაგირებს წყალთან, რომელიც წარმოქმნის სუსტ ნახშირმჟავას – H2CO3, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის მარილებს – კარბონატებს. დედამიწაზე ფართოდაა გავრცელებული კალციუმისა (მინერალური ფორმებია – ცარცი, მარმარილო, კალციტი, კირქვა და სხვ.) და მაგნიუმის კარბონატები (მინერალური ფორმაა დოლომიტი).